ალეკო ელისაშვილი - სუს-ი კი არ უნდა გმინავდეს და შეშფოთების განცხადებებს კი არ უნდა ავრცელებდეს, ქვეყანას უნდა იცავდეს - რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ, ეს მაინტერესებს

რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ, ეს მაინტერესებს. ძალიან არაეფექტური სისტემა და სტრუქტურაა, მარტო ოპონენტების თვალთვალი ეხერხებათ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

„ბოდიშს ვიხდი სუს-თან, მაგრამ სუს-ი კი არ უნდა გმინავდეს და შეშფოთების განცხადებებს კი არ უნდა ავრცელებდეს, სუს-ი უნდა იცავდეს ამ ქვეყანას. ეს არის პრობლემა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას. რაში იღებენ ხელფასს და მშვიდად როგორ სძინავთ, ეს მაინტერესებს. ძალიან არაეფექტური სისტემა და სტრუქტურაა, მარტო ოპონენტების თვალთვალი ეხერხებათ, მოსმენა და მიყურადება. სუს-ი რომ თავის სიმაღლეზე იყოს, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გაავრცელებდნენ. ოპონენტების პოლიტიკური განცხადებები კი არ აზიანებს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას, არამედ, სუს-ის არაეფექტურობა. ეს ქვეყანა არის დაუცველი იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა აწყობილია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალზე, მიყურადებაზე, შანტაჟზე და ჯანდაბაზე და არა იმაზე, რისთვისაც არსებობს უწყება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, თავისთავად მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

ბრიფინგზე სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა აღნიშნა, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პირდაპირ პასუხისმგებლობას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორცილებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა