2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრა.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 45 წუთი.

ზოგადი უნარები - მაქსიმალური 80 ქულაა, ვერბალური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი, მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი.

უცხოური ენები - მაქსიმალური 80 ქულა, დრო - 2 საათი და 30 წუთი;

ლიტერატურა - მაქსიმალური ქულა 70, დრო - 4 საათი;

მათემატიკა - მაქსიმალური 51 ქულა, ხანგრძლივობა - 3 საათი;

ისტორია - მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა - 2 საათი და 40 წუთი;

გეოგრაფია-მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა - 2 საათი და 40 წუთი;

ბიოლოგია - მაქსიმალური ქულა 70, ხანგრძლივობა - 2 საათი და 30 წუთი;

ქიმია - მაქსიმალური ქულა 63, ხანგრძლივობა - 3 საათი;

ფიზიკა - მაქსიმალური ქულა 63, ხანგრძლივობა - 3 საათი;

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, მაქსიმალური ქულა 42-ია, ხოლო ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთი;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - მაქსიმალური ქულა 70, ხანგრძლივობა - 3 საათი;

სამოქალაქო განათლება - მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა - 3 საათი და 10 წუთი;

აფხაზური ენა - მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო ხანგრძლივობა - 3 საათი და 45 წუთი;

ოსური ენა - მაქსიმალური ქულა 70-ია, ხანგრძლივობა - 3 საათი და 45 წუთი.

„აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში - 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს“, - აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა