ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - სასამართლოს სარჩელით მივმართავ და ტელეკომპანია „პირველისგან“ მოვითხოვ, გავრცელებული მასალის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას

ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გელა კვაშილავას განცხადებით, ტელეკომპანია „პირველმა“ მის მიმართ ცრუ და გამოგონილი ინფორმაცია გაავრცელა, რის გამოც მედიასაშუალებისგან აღნიშნული მასალის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

როგორც კვაშილავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ტელეკომპანია „პირველის" მიერ გავრცელებული მასალა, თითქოს ქალაქ ფოთში ნარკოტიკული საშუალებებით გადაადგილდებოდა სიცრუეა, ამიტომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სასამართლოს მეშვეობით აპირებს.

„30 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ცრუ და გამოგონილი ამბები გავრცელდა. მოგეხსენებათ, რომ მეუღლე და შვილები, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები მყავს. ამ ცრუ ინფორმაციით დაზარალდა, როგორც ჩემი ოჯახი, ასევე მე! შეილახა ჩემი პატივი და რეპუტაცია. შესაბამისად, როგორც შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლებ! სასამართლოს სარჩელით მივმართავ და ტელეკომპანია „პირველისგან“, მოვითხოვ: გავრცელებული მასალის უარყოფას და ჩემი უფლებების დარღვევისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას. ჩემს მიმართ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქალაქ ფოთში გადავაადგილდებოდი ნარკოტიკული საშუალებებით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა“, - განაცხადა გელა კვაშილავამ.

კვაშილავას ადვოკატმა მარიამ კერესელიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანია „პირველმა“ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით, ცრუ ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში განახორციელა.

„გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ცრუ ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში გავრცელდა. რაც მიზნად ისახავდა, როგორ მისი, როგორც პოლიციელის, ასევე სამინისტროს დისკრედიტაციას. ჩვენ დღეს სამინისტროს მივმართავთ, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მოგახსენებთ, რომ შს სამინისტრო განახორციელებს თითოეული იმ პოლიციელის სამართლებრივი უფლებების დაცვას, როდესაც პოლიციელის მიმართ განხორციელდება ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება. მივიჩნევთ, რომ წარსადგენი სარჩელი გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და სასამართლოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კერესელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა