ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობები განიხილეს.

უკრაინის მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო იმ ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელთანაც უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. შესაბამისად ხაზი გაესვა არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე, არამედ საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის, ასევე სამმხრივ, საქართველო - უკრაინა - მოლდოვის ფორმატში ურთიერთობების გააქტიურებას.

უკრაინელმა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველი კოლეგა კიევში მიიწვია ოფიციალური ვიზიტით, თუმცა პანდემიის გამო ასეთი ვიზიტების განხორციელება ჯერ შეუძლებელია. ამიტომ, ვიდრე ვიზიტები აღდგება, მხარეები ონლაინ რეჟიმში გაერთიანებული კომიტეტების სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, სადაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა დეოკუპაცია, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია. ასევე ერთობლივად იმუშავებენ უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს და უკრაინის დღის წესრიგის განხორციელებაზე.

„შეხვედრაზე ასევე, მოკლედ შევეხეთ უკრაინის ელჩის მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან იყო გამოთქმული და ორივე მხარემ გავიზიარეთ ის სულისკვეთება, რომელიც გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იყო გამოთქმული, რომ ეს უბრალოდ მონაგონი ჭორია. ჩვენ ძალიან მაღალი შეფასება მივეცით უკრაინის ელჩის საქმიანობას საქართველოში და ასევე უკრაინული მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც ხაზგასმით ითქვა, რომ ვერც ერთი კონკრეტული პიროვნება ვერ დააზიანებს ქართულ-უკრაინულ მეგობრობას და პარტნიორობას.

ასე რომ, ჩვენ ძალიან პოზიტიური დღის წესრიგი შევქმენით და უკვე დავიწყებთ გაერთიანებული კომიტეტის სხდომის დაგეგმვას, ჯერ ონლაინ რეჟიმში და ალბათ უკვე ზაფხულში დაიწყება ჩვენს ქვეყნებს შორის ვიზიტების გაცვლა", - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა