მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი განწყობილი იყოს, რომ დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება - სააკაშვილიც ვერ ბედავს, თორემ შეუძლია ჩამოვიდეს და შესახლდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მშვენივრად მოუვლიან

წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერი განწყობილი იყოს საიმისოდ, რომ თავისი საკუთარი გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიება დაიმძიმოს , -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა, მოწოდებების ნაცვლად, შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს და „პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლდეს“.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნიკა მელიასაც თუ ოდნავ რაციონალური აზროვნების უნარი აქვს, ურჩევნია, გირაო გადაიხადოს“.

„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოოდ. პირადად, ჩემი შინაგანი რწმენით, განსაკუთრებით ამ ამბავის მერე, წარმოუდგენელია, რომ მან თავი გაწიროს. წარმოუდგენელია, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერი განწყობილი იყოს საიმისოდ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. არცერთ მათგანს ამის თავი არ აქვს. მათი ლიდერი და ყველაზე „უშიშარი“ ადამიანი, მიხეილ სააკაშვილიც ვერ ბედავს ამას, თორემ ის უკვე მსჯავრდებულია, შეუძლია ჩამოვიდეს და შესახლდეს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მშვენივრად მოუვლიან, როგორც ის აწამებდა და კლავდა პატიმრებს, მსგავსი ფიქრი აზრად არ მოუვა არავის. შესაბამისად, თავისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს რომ მოუწოდებდა, ადამიანს, რომელიც მის პარტიაში (გასაგებია, ფორმალურად ლიდერია) მესამე-მეოთხე პირია თავისი გავლენებით, თავად აიღოს მსგავსი პასუხისმგებლობა. ნიკა მელიასაც თუ ოდნავ რაციონალური აზროვნების უნარი აქვს, ურჩევნია, რომ გირაო გადაიხადოს. ასეც იქცევა, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხელისუფლებას შეტენოს, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს და ხმოვანდებოდეს ეს ყველაფერი. დღეს ნიკა მელიას გამოსვლა იყო ტყუილი და ტყუილზე აგებული ლოგიკა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“. მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.

"ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოყენებული, მითიური პერსონა, რომელზეც დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია ნადირობს და პლუს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი არაკეთილმოსურნე იქნება და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“,- განაცხადა მელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი