გერმანია ავსტრიისა და ჩეხეთის ნაწილთან საზღვრებს კეტავს

გერმანია ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მგზავრების შემოსვლას აკრძალავს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა.

”ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა დღეს მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების მუტირებული ვირუსის გავრცელების ზონებად გამოცხადებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი შეთანხმებულია გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, შეზღუდვები კვირიდან ამოქმედდება.

The Guardian-ი წერს, რომ მერკელის მთავრობას განსაკუთრებულად აშფოთებს ის ფაქტი, რომ ტიროლში გავრცელებულია კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი და ჩეხეთში კი - ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი.

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური მიწის პრემიერებს შორის ორი დღის წინ გამართული შეხვედრის დროს მიიღეს.

იხილეთ ვიდეო:გერმანია ავსტრიისა და ჩეხეთის ნაწილთან საზღვრებს კეტავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა