გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, კომპიუტერებით სრულად აღიჭურვება სოფლის ამბულატორიები, პერსონალს კი საშუალება მიეცემათ მუდმივ რეჟიმში გაეცნონ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, ინფორმაცია მიიღონ ვაქცინაციებისა და სკრინინგის შესახებ.

„სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის და ტექნიკით აღჭურვის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია, როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის.

ჯანმო-ს საქართველოს ოფისი მხარს უჭერს ქვეყნის ძალისხმევას გააძლიეროს პირველადი ჯანდაცვა, მოახდინოს ახალი მოდელების დანერგვა, განსაკუთრებით ტელემედიცინის განვითარება, რაც ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ დისტანციას ეტაპობრივად შეამცირებს და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას გაცილებით უფრო მარტივს გახდის.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ცენტრი დონორი ორგანიზაციების დახმარებით 1000-მდე სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. გასულ წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის ექიმებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ონლაინ ფლატფორმა დაინერგა, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა