ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა