აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 97 525 და გარდაცვალების 5 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 97 525 და გარდაცვალების 5 323 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ფატალური შემთხვევებიდან 2 400-ზე მეტი ოჰაიოს შტატზე მოდის, რომლის სამედიცინო დეპარტამენტმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ შტატში კოვიდ 19-სგან დაღუპულების შესახებ ოფიციალურ მონაცემებში უზუსტობაა და ცდომილება, სავარაუდოდ, 4 000-მდე შემთხვევას აღწევს. ეს რაოდენობა, მათი განმარტებით, მომავალი დღეების სტატისტიკაში აისახება.

აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, ინფიცირების 27 490 037 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 480 767-ია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 69 014 725 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 48 410 558 დოზაა გამოყენებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა