შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევში მხოვრებ ქათამაძეების 12-სულიან ოჯახს, რომელიც ხანძრის შედეგად დაზარალდა, დახმარებას ხელისუფლება გაუწევს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევში მხოვრებ ქათამაძეების 12-სულიან ოჯახს, რომელიც ხანძრის შედეგად დაზარალდა, დახმარებას ხელისუფლება გაუწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქათამაძეების 12-სულიანი ოჯახი, რომელთა შორის 2 მცირეწლოვანია, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა. დაზარალებულები, მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. უახლოეს დღეებში ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ზემოხევში, ქათამაძეების საცხოვრებელ სახლს ხანძარი 9 თებერვალს გაუჩნდა, რის გამოც სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახს აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე ესტუმრნენ და პირველადი მოხმარების საგნები და სურსათი მიუტანეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს