Reuters - ჩინეთმა ჯანმო-ს ექსპერტებს კორონავირუსის ადრეული შემთხვევების შესახებ დაუმუშავებელი მონაცემების მიწოდებაზე უარი განუცხადა

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც პანდემიის წარმოშობას იკვლევს, კორონავირუსით ინფიცირების ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემების გადაცემაზე უარი განუცხადა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერმა წევრმა ინფექციური დაავადებების ავსტრალიელმა ექსპერტმა დომინიკ დუერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯგუფმა ჩინეთისგან პაციენტების დაუმუშავებელი მონაცემები მოითხოვა, რომელიც ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლენილ 174 შემთხვევას ეხებოდა, თუმცა მხოლოდ შემაჯამებელი ინფორმაცია მიიღეს.

დომინიკ დუერის თქმით, დაუმუშავებელი მონაცემები შეიცავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა რა კითხვები დაუსვეს ცალკეულ პაციენტებს, მათ მიერ გაცემულ პასუხებსა და იმას, თუ როგორ მოხდა მათი პასუხების ანალიზი.

მეცნიერმა განმარტა, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოკვლევის დროს დაუმუშავებელი მონაცემების განხილვა სტანდარტული პრაქტიკაა და მასზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ აღნიშნული 174 შემთხვევიდან მხოლოდ ნახევარია დაკავშირებული ქალაქ უხანის „ჰუანანის“ ბაზართან, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა. დომინიკ დუერის განცხადებით, პაციენტების დაუმუშავებელ მონაცემებთან წვდომის საკითხი ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებშიც იქნება ნახსენები, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი