შრომის ინსპექციის წარმომადგენელი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში იმყოფება, აცხადებს, რომ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამის სანქციას გამოიყენებენ

„აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია",- ამის შესახებ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ ჟურნალისტებთან დაუმორჩილებლობის მიზნით გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შესვლისას განაცხადა.

როგორც შრომის პირობების ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს, ისინი ბარ "ჯაფარასთან" დაკავშირებული "ფაქტების დადასტურებას" ახდენენ.

"საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია საქმიანობები, რომელიც ნებადართულია და არის საქმიანობები, რომელიც არ არის ნებადართული. შესაბამისად, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის იქნება გამოყენებული შესაბამისი სანქცია. ვახდენთ ფაქტების დადასტურებას",-აცხადებს შრომის პირობების ინსპექციის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა.

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა