ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ 2 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა, ბარი მაინც არ დაიხურება

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის შრომის ინსპექციამ 2000 ლარით დააჯარიმა. მისივე თქმით, გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის.

მისივე თქმით, ჯარიმის მიუხედავად, ბარი არ დაიხურება.

"ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე , ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2000 ლარით", -აცხადებს ჯაფარიძე.

ის ასევე დასძენს, რომ გამოწერილ ოქმს გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა.

ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს,19.00 საათზე გახსნა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

იხილეთ ვიდეო:ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა