ნათია თურნავა - ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ, ნუ ვიჩქარებთ

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე ჯერჯერობით მსჯელობა არაა.

როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებამდე საქალაქთაშორისო გადაადგილების, ასევე საბავშვო ბაღების და ფიტნეს დარბაზების რეგულაციების შემსუბუქება განიხილება.

„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც წერტილოვანი შეზღუდვები დავაწესეთ, იყო სწორედ ღამე გადაადგილების შეზღუდვა, მე ამას არ დავარქმევდი კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის. სწორედ ამ გადაწყვეტილების და შეზღუდვის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ის ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში პოზიტიური ეფექტი მოგვცა. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის. ჩვენ ჯერჯერობით შემდეგ ნაბიჯებზე ვმსჯელობთ იმიტომ, რომ დარჩა ბიზნესსექტორები, სადაც ჯერ არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა. ჯერჯერობით ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები, ფიტნეს ცენტრები და პირველ რიგში, ალბათ ამ სფეროებზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნაზე ვიმსჯელებთ. ხოლო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას, უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ, ნუ ვიჩქარებთ იმიტომ, რომ შეიძლება ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა პრობლემა შექმნას“, - აღნიშნა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: როდის უნდა ველოდოთ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა