თამარ გაბუნია - „რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა დღევანდელი მონაცემით, აქედან 167 მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ

„რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა დღევანდელი მონაცემით, აქედან 167 მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ. პაციენტების მდგომარეობა, ვინც იღებს „რემდესივირს“ არის დამაკმაყოფილებელი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ჯგუფში, რომელიც იღებს „რემდესივირს“, გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენმა პაციენტებმა ან დაასრულა მკურნალობა ან რჩება კლინიკაში.

გაბუნიას შეფასებით, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელმაც მიიღო „რემდესივირი“ უკვე გამოჯანმრთელდა, თუმცა, ეს იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, დაკავშირებულია თუ არა ეს შედეგი „რემდესივირის“ ეფექტურობასთან.

„პროცენტულად, ამ შემთხვევაში, დიდი უმრავლესობა პაციენტების, რომელმაც „რემდესივირი“ მიიღო, გამოჯანმრთელდა ან აგრძელებს მკურნალობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შედეგი უკავშირდება აუცილებლად „რემდესივირის“ ეფექტს. ჩვენ მივყვებით იმ რეკომენდაციას, რაც არის აღწერილი FDA-ის დასკვნაში, რაც არის აღწერილი ჩვენს გაიდლაინში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აძლევს რეკომენდაციას „რემდესივირის“ გამოყენებას ამ ეტაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მან საკმარისი მტკიცებულებები „რემდესივირის“ ეფექტურობის ცალსახად დასადასტურებლად ვერ მოიპოვა ამ ეტაპისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია კლინიკურ პრაქტიკაში. პრაქტიკა არის არაერთგვაროვანი და ამ შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა იყო ის, რომ აუცილებლად ქართველ პაციენტს უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა იმ საშუალებაზე, რომლის ეფექტურობა გარკვეულწილად იმედისმომცემია და პერსპექტივაში შეიძლება იყოს სარგებლიანი. ამ შემთხვევაში, სარგებელისა და რისკის გათვალისწინებით, ეს ჯგუფი კლინიკური ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, იღებს ამ მედიკამენტებს და ჯერჯერობით, პრაქტიკა არის დამაკმაყოფილებელი,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი