ბათუმის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მოქალაქის მ.ზ-ს ტვირთს, რისკის პროგრამის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, დოკუმენტების კამერალური შემოწმების და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10 048 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 048 ლარი შეეფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა