საბა ბუაძე ნიკა მელიას საქმეზე - იმედი მაქვს, სიტუაცია იქამდე არ მივა, რომ ფიზიკურ კონფრონტაციაზე საუბარი მოგვიწიოს

როცა პოლიტიკური დევნა საქართველოში შეუქცევად ხასიათს იღებს, ჩვენ ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ დევნას შესაბამისი პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ბუაძე იმედოვნებს, რომ სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მივა.

“ეს შეიძლება იყო მწვავე პროტესტი და სხვა ნებისმიერი ფორმა, რომელიც ამ დევნის დაპირისპირებისთვის დაგვჭირდება და იქნება კონსტიტუციით გარანტირებული. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია იქამდე არ მივა, რომ მოგვიწიოს ფიზიკურ კონფრონტაციაზე საუბარი", - განაცხადა ბუაძემ.

კითხვაზე, ექნება თუ არა ოპოზიციის საპროტესტო აქციებს შედეგი, ბუაძე პასუხობს, რომ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი.

"პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და პროტესტს ჰქონდა კონკრეტული შედეგები, ის გავლენა, რომელიც მოვახდინეთ "ქართულ ოცნებაზე". გასული თვეების საპროტესტო ღონისძიებაც სწორედ იმაზე აისახა, რომ "ოცნება" მოვიდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაინახა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს და გავააქტიურებთ საპროტესტო ფორმებს, იმისთვის რომ დამატებით წნეხი შევუქმნათ ხელისუფლებას" , - განაცხადა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 25 თებერვალსა და 31 მარტს ფართომასშტაბიანი აქციები დაანონსეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა