კახაბერ კუჭავა საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.

„ძალიან ვაფასებთ, რომ გერმანიის ელჩი ჩვენი ქვეყნის დიდი და მნიშვნელოვანი მეგობარია, რაც დადასტურებულია მისი მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებითა და ორმხრივი თანამშრომლობისას გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისკენ საერთაშორისო ასპარეზზე. გასული წლის დეკემბერში გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გავრცელდა ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.

შეხვედრისას, ასევე, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, ბატონი ელჩის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რჩევები მოგვაწოდოს და გვერდში დაუდგეს საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის მომზადების პროცესში", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ტანია ჰუტი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას სამდივნოს უფროსი, ქეთევან ჩემია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა