მიანმარის სამხედრო საბჭომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა დაბლოკა

მიანმარის სამხედრო საბჭომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა დაბლოკა. BBC-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეს სამხედრო მმართველობის მიერ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის უკვე მე-4 შემთხვევაა. იქამდე კი გარკვეული პერიოდით ქვეყანაში Facebook, Twitter და Instagram შეფერხებით მუშაობდა.

10 დღის წინ ქვეყნის დიდ ქალაქებში აქტივისტებმა პატრულირების ჯგუფები ჩამოაყალიბეს, რომლებიც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავების აღკვეთას ცდილობენ. მიანმარის სამხედრო საბჭო კი აცხადებს, რომ აქტივისტებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ამასთან, პირები, რომლებიც სამხედრო საბჭოს ლიდერების მიმართ უპატვიცემულობასა და სიძულვილს გამოხატავენ, დაჯარიმდებიან.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება თებერვლის დასაწყისში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:მიანმარის სამხედრო საბჭომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა დაბლოკა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა