ლევან ხაბეიშვილი - თუ ეცდებიან ძალადობრივი ქმედებებით ოპოზიციური პარტიის ლიდერის ტყვედ აყვანას, შესაბამის პასუხსაც მიიღებენ

ნიკა მელია ამ თანხის გადახდას არ აპირებს და თუ ისინი უკანონოდ დააპირებენ მისი ტყვედ აყვანას, ამის შესაძლებლობას ვერ მივცემთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, როდესაც პარლამენტი გადაიქცა საგადასახადო ინსპექციად და რეალურად, „ეს თანხა არის ხარკი, რომელსაც ნიკა მელიას მთავრობა გავრილოვის ღამისთვის სთხოვს“.

„სამწუხარო რეალობაა, რომ პარლამენტმა გადაწყვიტა თითქოს საგადასახადო ინსპექციაა და 40 000 ლარი აქვს ამოსაღები. მთელი ეს პროცესი, პოლიტიკური დევნა, დაუკავშირეს 40 000 ლარის გადახდას. თუ მელია ფულს არ გადაიხდის, თურმე შეიძლება სადმე მიიმალოს ან ქვეყნიდან გაიქცეს, რაც სრული სიგიჟე და სისულელეა. საზოგადოებამ კარგად გაიგო, რომ ეს არის ხარკი, რომელსაც ნიკა მელიას სთხოვეს გავრილოვის ღამისთვის.

ეს არ არის კანონის და სამართლის ფარგლებში ჩასმული საკითხი, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკა და თუ ისინი ეცდებიან ძალადობრივი ქმედებებით ოპოზიციური პარტიის ლიდერის ტყვედ აყვანას, შესაბამის პასუხსაც მიიღებენ.

ნიკა მელიას გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს, სამართლებრივ საქმესთან საქმე არ გვაქვს, ეს ასე მარტივად ვერ აღსრულდება, 21-ე საუკუნეში ადამიანს ტყვედ ვერ ჩაიგდებენ, ქვეყანა ჩალით არ არის დახურული, ამიტომ არ გამოუვათ”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა