გიგლა მიქაუტაძე - ავტო-იმპორტიორების მოთხოვნები სამართლიანია და განბაჟების ვადებმა უნდა გადაიწიოს

ავტო-იმპორტიორების მოთხოვნები სამართლიანია და განბაჟების ვადებმა უნდა გადაიწიოს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს.

როგორც მიქაუტაძე ამბობს, შეზღუდულია ავტო-ბაზრობის მუშაობა; შემცირებულია რე-ექსპორტი, რაც სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს.

„სოლიდარობას ვუცხადებ ავტო-იმპორტიორებს მათ მოთხოვნებში, რომელთა პრობლემები, როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტროში არ ანაღვლებთ. ეს არის დარგი, რომელშიც 2019 წელს რეექსპორტის მაჩვენებელმა 2014 წლის შემდგომ რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის 700 მილიონ დოლარს მიაღწია. დასაფასებელია, რომ ეს მეწარმეები ამ რთულ ვითარებაშიც არ ყრიან ფარ-ხმალს და ვფიქრობ, მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ. აბსოლუტურად სამართლიანია მათი მოთხოვნა განბაჟების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, რადგან ისინი, როგორც მთელი ქვეყანა, კვლავ ფორს-მაჟორულ მდგომაროებაში იმყოფებიან. ჩაკეტილია საზღვრები. შეზღუდულია ავტო-ბაზრობის მუშაობა. შემცირებულია რე-ექსპორტი, რაც სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს. ეს ხალხი არ ითხოვს დახმარებას. მათ მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების ვადების გადაწევა სურთ, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს“, - აცხადებს მიქაუტაძე, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი