ჯანმო - გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 10%-ით შემცირდა

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირას 16%-ით შემცირდა, ­- The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების 2.7 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს 81 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ზედიზედ მეხუთე კვირაა მცირდება. მისი თქმით, გასულ კვირას, 4 იანვრის კვირასთან შედარებით, ინფიცირებულების რაოდენობა თითქმის განახევრდა.

”ეს გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები მუშაობს. ახლა მთავარია, როგორ ვუპასუხებთ ამ ტენდენციას. ხანძარი არ ჩამქრალა, მაგრამ მისი ზომა შევამცირეთ. თუ ჩვენ რომელიმე ფრონტზე მასთან ბრძოლას შევაჩერებთ, ის უკან დაბრუნდება,“ - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცმებით, კორონავირუსის ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი მსოფლიოს 94 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი 46, „ბრაზილიური“ კი - 21 ქვეყანაშია გამოვლენილი.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო - გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 10%-ით შემცირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა