კახა კალაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, როდესაც პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტს დააფიქსირებენ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, როდესაც პარკებსა და სკვერებში, ვანდალიზმის ფაქტს დააფიქსირებენ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2020 წელს თბილისის 168 მისამართზე ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები აღირიცხა.

„მოპარული სკამები, განზრახ დამტვრეული საბავშვო ატრაქციონები, მოგლეჯილი ხელოვნური საფარი, ხერხით გადაჭრილი სკამები, განადგურებული უსაფრთხოების კამერები - ესაა ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომელიც დედაქალაქში ფიქსირდება და განსაკუთრებით ეს ყველაფერი ხდება იმ პარკებში, იმ სკვერებში, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულია.

ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს 168 მისამართზე ვანდალიზმის მთელი რიგი შემთხვევები აღირიცხა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. მინდა საზოგადოებას დახმარება ვთხოვო, მხარდაჭერა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არის შემთხვევები ადამიანები პირდაპირ უყურებენ, თუ როგორ ამტვრევს მოზარდი ატრაქციონს, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ყურადღებას არ აქცევენ და ეს ძალიან ცუდია. საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო. არასწორია და არაა მისასალმებელი, რომ ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში, რომელიც ჩვენი შვილებისა და ახალი თაობისთვის კეთდება, არ უნდა დავაზიანოთ და არ უნდა გავანადგუროთ! ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად თანადგომა გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა