დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე - ეს ფანჩატურული, დროებითი, გაუგებარი ერთობა არავითარ საერთო ღირებულებებს არ ეფუძნება, მათ ერთადერთი საერთო აქვთ, რომ დესტრუქციის გზით მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა

ეს ფანჩატურული, დროებითი, გაუგებარი ერთობა არავითარ საერთო ღირებულებებს არ ეფუძნება, თუმცა, მათ აქვთ საერთო, რომ დესტრუქციის გზით მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა, ეს წარმოუდგენელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია დესტრუქციულ რეჟიმში რჩება და ხელს უწყობს ნიკა მელიას, რომ დააზიანოს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი.

ნიკა მელია ძალიან ცუდ მაგალითს აჩვენებს საზოგადოებას, რომ კანონმდებელი არ იცავს კანონს და ასევე ის არის ერთ- ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი და ვფიქრობ, მას როგორც ერთ, ასევე, მეორე შემთხვევაში უნდა ჰქონდეს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. მან პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს, ეს მიუღებელია.

ეს ფანჩატურული, დროებითი, გაუგებარი ერთობა არავითარ საერთო ღირებულებებს არ ეფუძნება, თუმცა, მათ აქვთ საერთო, რომ დესტრუქციის გზით უნდა მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა, ეს წარმოუდგენელია. ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, როგორც აღიარეს საერთაშორისო პარტნიორებმა. საზოგადოების გადაწყვეტილებაა, რომ მოცემული კონფიგურაციით იყოს წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიცია პარლამენტში და მათი დაკვეთა უნდა აღსრულდეს. თუმცა, ისინი რჩებიან დესტრუქციულ რეჟიმში და ხელს უწყობენ ნიკა მელიას დააზიანოს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა