ირაკლი აბესაძე - არაერთხელ ითქვა ოპოზიციონერი ლიდერების და ნიკა მელიას მხრიდან, რომ ის არ აპირებს ნებაყოფლობით დაემორჩილოს ამ უსამართლო გადაწყვეტილებას

არაერთხელ ითქვა ოპოზიციონერი ლიდერების და თვითონ ნიკა მელიას მხრიდან,რომ ის არ აპირებს ნებაყოფლობით დაემორჩილოს ამ უსამართლო გადაწყვეტილებას,რომელიც შესაძლოა დღეს,სასამართლომ მიიღოს, ამიტომ, როგორც იმოქმედებს ხელისუფლება, ისეთივე იქნება პასუხი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაჭერა, ქვეყნას მნიშვნელოვანი ზიანს მოუტანს.

„რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, ეს არის საზოგადოებისგან ზურგშექცეული, შეშინებული ხელისუფლების მცდელობა ჩებღაუჭოს ძალაუფლებას და სჯეროდეს, რომ თუკი სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვთ, აქვთ ყველაფრის უფლება. ეს ნამდვილად არ არის ასე, ამას ამ საზოგადოების რეაქცია, ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო ერთობა აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, სასამართლო კლანი, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და პროკურატურა ივანიშვილის მონურ მოჩილებაშია, რა თქმა უნდა, რჩება შანსი, რომ საზოგადოების სამართლიან პროტესტს ამჯერად მაინც მოუსმინოს ხელისუფლებამ და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ შემთხვევაში, სამართლიანი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, შეშინებული ხელისუფლების დაკარგვის შიშის ქვეშ მყოფი ადამიანების მხრიდან მოულოდნელი არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება. ასე, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, ეს მათ ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვნად დააზიანებს, უბრალოდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაჭერა, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება. არაერთხელ ითქვა ოპოზიცონერი ლიდერების და თვითონ ნიკა მელიას მხრიდან, რომ ის არ აპირებს ნებაყოფლობით დაემორჩილოს ამ უსამართლო, უკანონო და ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა დღეს,სასამართლომ მიიღოს, ამიტომ, როგორც იმოქმედებს ხელისუფლება, ისეთივე იქნება პასუხი. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ახლა, ცოტა რთულია", - განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა