მაია ცქიტიშვილი - ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წელს სრულდება წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

„შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს. მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა მსგავსი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტების მოზიდვას“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე, გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა.

" 2022 წელს დასრულდება 1820 დევნილი ოჯახისთვის ახალი სახლების მშენებლობა ქუთაისსა, წყალტუბოსა და ზუგდიდში. გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა. რეგიონებში მიმდინარეობს ინტეგრირებული მართვის პროექტები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება. 2020 წელს დავასრულეთ 20 ახალი სკოლის და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის. ჯამურად ამ პროგრამის განხორციელებისთვის 300 მლნ ლარია გამოყოფილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო რეგფონდის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. ერთი შეხედვით, მათი შედარებით მცირე ზომის გამო, ეს პროექტები ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა სწორად ამ პროექტების განხორციელების შედეგად წლიდან წლამდე უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი სოფლებსა და დაბებში - მხოლოდ 2020 წელს 480 მლნ ლარზე მეტი ჩაიდო ათასობით პროექტში - მუნიციპალური და სოფლების გზების რეაბილიტაციაში, შედარებით მცირე მასშტაბის წყალმომარაგების პროექტებში, სპორტულ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს