დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას", ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, დაასრულეთ ეს აბსურდი - ნიკა მელიას დაკავება მოიტანს უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს, ეს იქნება შესვლა რადიკალიზაციის მორიგ ფაზაში

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას", ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, დაასრულეთ ეს აბსურდი და იმოქმედეთ როგორც ხელისუფლებამ, დაანებეთ თავი ნიკა მელიასთან ლექსიკაში შეჯიბრებას და გაბუსხული ბავშვებივით მოქცევას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავება შეუძლებელს გახდის არათუ მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლას და პოლიტიკურ დიალოგს, არამედ „ძალიან მძიმე კითხვის ნიშნებს გააჩენს" მომავალი ადგილობრივი არჩევნების გარშემოც.

ნიკა მელიას დაკავება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოიტანს უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებს, ეს იქნება შესვლა რადიკალიზაციის მორიგ ფაზაში და შეუძლებელს გახდის არათუ მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლას და პოლიტიკურ დიალოგს, არამედ ძალიან მძიმე კითხვის ნიშნებს გააჩენს მომავალი ადგილობრივი არჩევნების გარშემოც. მინდა მოვუწოდო „,ქართულ ოცნებას“, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, დაასრულეთ ეს აბსურდი და იმოქმედეთ როგორც ხელისუფლებამ, დაანებეთ თავი ნიკა მელიასთან ლექსიკაში შეჯიბრებას და გაბუსხული ბავშვებივით მოქცევას, თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე, რომ არ გადადგათ ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანას შეიყვანს არეულობის ახალ ტალღაში. ამიტომ, სანამ არის ამის შესაძლებლობა გაიაზრეთ საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გადადგათ ნაბიჯი, რომელიც პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებასაც და ჩვენს ქვეყანასაც", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა