გია ვოლსკი - დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობაც საკმაოდ საჩოთიროდ მიაჩნია ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტშია

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობაც საკმაოდ საჩოთიროდ მიაჩნია ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტშია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სურთ იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც საგამოძიებო კომისია დადებს.

„შედეგებიდან გამომდინარე, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნათელი იქნება, საპარლამენტო ოპოზიციის მხარე ცდილობს, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარი თავიდან აირიდოს, მაგრამ ამავე დროს, თუ ეს გადაწყდება და უმრავლესობის წარმომადგებელი იქნება თავმჯდომარე, იგი უნდა იყოს არბიტრი იმ სიტუაციაში, როცა მას განსახილველად უამრავი მასალა ექნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა