მაია ცქიტიშვილი ალეკო ელისაშვილს - ვერ დაგეთანხმებით გზებზე არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე, აპოკალიფსს ნუ დავხატავთ

ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით გზებზე არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაში. მოდით, აპოკალიფსს ნუ დავხატავთ,- ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მაია ცქიტიშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ალეკო ელისაშვილის კრიტიკის საპასუხოდ, რომ "დღეს, რაც გზებზე ხდება სრული კატასტროფაა", მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ არცერთი ცენტრალური გზა დაკეტილი არაა.

„ბატონო ალეკო, პირველ რიგში პარლამენტში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელს. რაც შეეხება გზების მზაობის საკითხს მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ვწუხვარ, მაგრამ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით გზებზე არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაში. გვაქვს ძალიან კარგად გამართული სისტემა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს 1 და 2- საათიანი შეფერხებები, მაგრამ მოდით აპოკალიფსს ნუ დავხატავთ მაშინ, როდესაც გვაქვს ასეთი ამინდი, გვაქვს გაწმენდილი გზები, არცერთი ცენტრალური გზა დაკეტილი არაა. დიდი ზომის მუნიციპალური გზებიც მუდმივი მოვლა-პატრონობის რეჟიმშია და რა თქმა უნდა, ამას არ ვაკეთებთ, როდესაც დილით ვიღვიძებთ, ჩვენ წინასწარ ვიცით ამინდის მდგომარეობა, მობილიზებული გვაქვს ტექნიკა, მათ შორის სტიქიის შემთხვევაშიც, როდესაც სწრაფად ვრეაგირებთ“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი