გიორგი ბარამიძე - ყველანაირი ცუდი სცენარის მოლოდინი გვაქვს - ჩვენ ვაპირებთ წინ დავუდგეთ ნიკა მელიას ცოცხალ, მშვიდობიან ფარად

ყველანაირი ცუდი სცენარის მოლოდინი გვაქვს - ჩვენ, ჩვენს ოფისში შეკრებილები ვაპირებთ წინ დავუდგეთ ნიკა მელია ცოცხალ, მშვიდობიან ფარად იმისათვის, რომ დავიცვათ ის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია დღეს განასახიერებს ყველა იმ ადამიანს, ვინც აღშფოთდა „გავრილოვების რეჟიმის“ მიერ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანით.

„ჩვენ ამ არაკაცებისგან, ამ გავრილოვებისგან ყველანაირი ცუდი სცენარის მოლოდინი გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლომაც შეასრულა პირდაპირ პუტინისგან გავრილოვის პირით შემოთვლილი ბრძანება, პრევენციის მიზნით ნიკა მელია უნდა იყოს დაკავებული. ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენს ოფისში შეკრებილები ვაპირებთ წინ დავუდგეთ ნიკა მელიას ცოცხალ მშვიდობიან ფარად იმისათვის, რომ დავიცვათ ის. ყველას კარგად ესმის, რომ ნიკა მელია დღეს არის სიმბოლო ანტისაოკუპაციო, ანტიგავრილოვის პროტესტისა და დღეს ის გამოარჩია რეჟიმმა, რადგანაც ის არის ამ გავრილოვების რეჟიმის მთავარი ოპონენტი, პარტიის თავმჯდომარე და პრევენციულად შემოუთვალა პუტინმა გავრილოვის პირით, რომ ის უნდა იქნას დაპატიმრებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანად იმისათვის, რომ არ მივცეთ ამის საშუალება. ჩვენ ამ ოფისს არ მოვცილდებით, ნიკას არ მოვცილდებით, ვიქნებით მის გვერდით და მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მტკიცედ დავიცავთ მის თავისუფლებას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა