ირაკლი ოქრუაშვილი - ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება

ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, რითაც აღნიშნა ის, რომ ნიკა მელიას დაიცავენ, თუკი სასამართლო მისი დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ოქრუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ასე ადვილად არ დამთავრდება.

„საზოგადოებასაც დიდი ხანია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, ამას დრო და გაფორმება სჭირდება. ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად შესაბამისი ძალებია მობილიზებული, ოქრუაშვილი ასე პასუხობს:

„შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით. შესაბამისად დავხვდებით, ნიკა მელიას არ გავატანთ. ეს არ არის პოლიცია, ეს არის ივანიშვილის კერძო დაცვის პოლიცია. პოლიცია მე ვიცი ისეთი, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა