დიმიტრი საძაგლიშვილი - მოსამართლე დააკმაყოფილებს მასზე გაცემულ დავალებას

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, არ აქვს ილუზია, რომ როდესაც ხელისუფლება ნიკა მელიას პოლიტიკური დევნისთვისაა დარაზმული, ჩახნაშვილი პრინციპულობას გამოიჩენს და პროკურატურის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.

როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროგნოზი, თუ რა დავალება აქვს მოსამართლეს მიღებული, შეუძლებელია.

“არ მაქვს ილუზია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც ხელისუფლება დარაზმულია ნიკა მელიას პოლიტიკური დევნისთვის, ჩახნაშვილი გამოიჩენს პრინციპულობას და არ დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას. ის დააკმაყოფილებს მასზე გაცემულ დავალებას. რა იქნება ამ დავალების შინაარსი, ამის პროგნოზი არის შეუძლებელი, იმდენად ირაციონალურად იქცევა ხელისუფლება ნიკა მელიასთან მიმართებით.

მისი დაპატიმრების შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მექანიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს ამ სასამართლო დარბაზში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მოსამართლეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა მექანიზმს და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, ნინო ჩახნაშვილი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.

“ერთადერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ნინო ჩახნაშვილი არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას. ის ახმოვანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გაახმოვანებს ამას მხოლოდ სასამართლოს შენობაში. ეს გამოაშკარავდა ამ პროცესზეც და აქამდეც აშკარა იყო, ვინაიდან, არც ისეთი კარგი პროფესიული წარსული აქვს. მას აქვს განხილული არაერთი პოლიტიკური საქმე”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა