არმაზ ახვლედიანი - სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ოპოზიციის და „ოცნების” მოლაპარაკებები, დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა ოპოზიციის თანამონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების გონივრულ ვადაში ჩატარებას

„ევროპული საქართველოს“ წევრის, არმაზ ახვლედიანის განაცხადებით, გიორგი გახარიას გაბედული გადადგომის შემდეგ, ნეობოლშევიკი კობახიძისა და მისი ამხანაგების ბრიფინგით, საქართველო საბჭოთა „ГКЧП”-ს ტიპის არაკონსტიტუციურ ორგანოდ გამოცხადდა.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიზანია, საბოლოოდ გააფორმოს ავტორიტარიზმი და ყოველგვარი ოპოზიციური აზრი ჩაახშოს.

„მაშინ “ГКЧП” დასრულდა საბჭოთა სისტემის დაშლით. ახლა საქართველოში ამ დანაშაულებრივი საგანგებო კვაზიკომიტეტის შექმნით წარმოუდგენელი ტემპით დაჩქარდა „ოცნების“ ანომალიური პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი!

მოვუწოდებ, დასავლეთის ელჩებს და წარმომადგენლებს, ლიეტუვას ელჩის მსგავსად, ღიად გამოხატონ სოლიდარობა დემოკრატიის იდეის გადასარჩენად მებრძოლი ქართველი ხალხის და ოპოზიციის მიმართ!

მოვუწოდებ, თანამოქალაქეებს, მტკიცედ დავიცვათ საქართველოში სამართლის უზენაესობის იდეა და მშვიდობიანი გზით სწრაფად გამოვიდეთ ამ სახიფათო ჩიხიდან.

ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს, რომელიც თავისუფალ, სამართლიან გარემოში, ახალი არჩევნების გზით, შეძლებს საქართველოში სამართლის უზენაესობის შეუქცევადი პროცესის დამკვიდრებას!

ამ მიზნით, სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ოპოზიციის და „ოცნების” მოლაპარაკებები და დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა ოპოზიციის თანამონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების გონივრულ ვადაში ჩატარებას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა