ლიეტუვის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტ გაყოფას გამოიწვევს, სიტუაციის დაძაბვა ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს დააზიანებს

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმება და მისი შესაძლო დაპატიმრება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას და აჩენს კითხვებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობის არსებობის შესახებ, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს შექმნილი პოლიტიკური ვითარებით. პარლამენტის გადაწყვეტილება მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმების შესახებ და ასევე პოლიტიკოსის შესაძლო დაპატიმრება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას და აჩენს კითხვებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობის არსებობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, საზოგადოება კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანოს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება საზოგადოება კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანოს და საზოგადოებაში მეტი გაყოფა გამოიწვიოს, ასევე თავი შეიკავონ მოქალაქეების მიმართ შესაძლო ძალის გამოყენებისგან. სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს მხოლოდ ზიანს მიაყენებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კონტექსტში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიუტუვის საგარეო უწყება ქართველ პარტნიორებს მოუწოდებს, სიტუაციის განმუხტვის შესაძლებლობა გამოიყენონ.

„მოვუწოდებთ პარტნიორებს საქართველოში, რომ არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, გამოიყენონ სიტუაციის დე-ესკალაციის შესაძლებლობა და სიტუაციის ნორმალიზების გზები ეძიონ, ასევე დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა