ირაკლი ზარქუა - ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს

ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რაც შეეხება პრემიერ- მინისტრობის კანდიდატს, ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

„იმაზე, რომ სამართლიანობა და სამართალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ყველა ვთანხმდებით, ყველა ვთანხმდებოდით, მათ შორის, უმრავლესობის სხდომაზეც. თუმცა, განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ვადებთან მიმართებით. ჩვენ გვგონია, რომ როცა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ის უნდა აღსრულდეს, სხვაგვარად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ხვალ ზარქუას, თალაკვაძეს ვერ მოვთხოვთ, თუ ჩვენ პოლიტიკური ნიშნით თავი შევიკავეთ, არის სასამართლო და მისი გადაწყვეტილება ყველასთვის არის სავალდებულო რომ აღასრულოს.

მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი გახარიას პარტიას ტოვებს, არც განხილულა ეს თემა, არ ვიცი. თუ რამეა, თვითონაც გააკეთებს განცხადებას და დააზუსტებს. რაც შეეხება კანდიდატს, ჩვენს გუნდში ბევრი ღირსეული კანდიდატია, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, შეჯერდება კანდიდატურა.

იქნება პრემიერობის ახალი კანდიდატი, რომელიც წარადგენს მინისტრთა კაბინეტს. რაც შეეხება რიგგარშე არჩევნებს, ამ ქვეყანაში მისი ჩატარების საფუძველი არ არსებობს,"- განაცხადა ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა