გიორგი კახიანი - გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, გუშინ ან დღეს მიიღო

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება პირადად ჩემთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა განუცხადა. კახიანის თქმით, ამ არასასიამოვნო ფაქტის მიუხედავად, უმრავლესობა არის ერთიანი და მთავრობის ფორმირება უახლოეს მომავალში მოხდება.

"როგორც თავად ბატონმა გიორგიმ განმარტა, მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადასთან დაკავშირებით. სხვა მხრივ, ყველა გადაწყვეტილებაში უმრავლესობა მთავრობასთან იყო ერთიანი. გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გუშინ ან დღეს მიიღო" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა