მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის გარდა, სხვა კანდიდატებზე  არ უმსჯელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის გარდა, სხვა კანდიდატებზე არ უმსჯელია.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ირაკლი ღრიბაშვილის კანდიდატურას პოლიტსაბჭომ და შემდეგ უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

„გუნდის წევრთა უამრავლესობისთვის პრემიერ გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომელთანაც მას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა, ვიდრე განცხადებას გააკეთებდა. საქმის კურსში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვიყავით. ამავდროულად, სამწუხაროდ, ქვეყანაში არის ისეთი პოლიტიკური ძალა თავისი რეიტინგით თუ მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს, პოლიტიკური კრიზისი შექმნას და ქვეყანა ქაოსში ჩაითრიოს. ამიტომ, ჩვენ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება გვმართებს. გიორგი გახარის განცხადებიდან ჩვენ ძალიან მალე დავიწყეთ ამაზე ფიქრი. პირველივე წუთებიდან, როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, შემდეგ პოლიტსაბჭოს ფორმატშიც მასზე იყო საუბარი. პრაქტიკულად, ლიდერები ამაზე იყვნენ ჩამოყალიბებულები. აქვე გეტყვით, რომ სხვა კანდიდატთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია. პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმად იყო მხარდაჭერა და შემდეგ, როგორც გითხარით, უმრავლესობის მხრიდანაც“,-განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, გუშინ საღამომდე არც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით და არც სხვა საკითხზე გიორგი გახარიასა და გუნდის სხვა წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა.

„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არანაირი დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, გუშინ საღამომდე გიორგი გახარიასა და გუნდის სხვა წევრებს შორის არ ყოფილა“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია. დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა