ბილ გეითსი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებზე წვდომას დაუბრუნებენ

კორპორაცია Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეითსი მიჩნევს, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ნება უნდა დართონ კვლავ განათავსოს სოციალურ ქსელებში ინფორმაცია. ამის შესახებ მილიარდერმა ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, რაღაც მომენტში, მას, ალბათ, ნებას დართავენ დაბრუნდეს და შესაძლოა, საჭირო იქნება მისი დაბრუნება. უცნაურია, როდესაც ამბობ, რომ არჩევნები მოიპარეს ყოველგვარი ფაქტების გარეშე და ეს რამდენად დამღუპველია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იპოვიან გამოსავალს, მის დასაბრუნებლად სოციალურ ქსელში“ , - განაცხადა ბილ გეითსმა.

დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ გვერდი მისი პრეზიდენტად ყოფნის ბოლო კვირების განმავლობაში დაიბლოკა. მას ასევე ჩამოერთვა შესაძლებლობა დაეწერა „ფეისბუკის“ გვერდზე და „ინსტაგრამზე“. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 6 იანვარს ტრამპის მომხრეები შეეცადნენ, ხელი შეეშალათ კონგრესში 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა