გიორგი ბარამიძე - მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თანაპარტიელები „დაჟინებულ რეკომენდაციას აძლევენ იმაზე, რომ ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს".

„თვითონ ნიკა მელიამ თქვა, რომ არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ჩვენც ვთვლით, რომ ვერ დაიჭერენ და ასეც მოხდა ადამიანების ერთობლივი მშვიდობიანი და არაძალოდობრივი ძალისხმევით.

რაც შეეხება ნიკას ქალაქში სიარულს, სანამ მეტნაკლებად არ გაირკვევა ვითარება, მე პირადად, ჩვენი გუნდის წევრები, ძალიან დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე „გავრილოვების რეჟიმთან“, რომელსაც ახლა ჰგონია, რომ ნიკა მელიას დაჭერით ცოტა მოსულიერდებიან მას შემდეგ რაც, ფაქტობრივად, გარდაიცვალნენ. გამოჩნდა, როგორ დალპა ეს რეჟიმი გახარიას გადადგომის შემდეგ მორალურად და პოლიტიკურად. ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, ამიტომ, მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი მას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს“, - განაცხადა ბარამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა