20 წლის გოგო, რომელიც მიანმარის აქციის დროს დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

20 წლის გოგო, რომელსაც მიანმარის საპროტესტო აქციის დროს პოლიციის მიერ ნასროლი ტყვია თავში მოხვდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა 9 თებერვალს დაშავდა, როდესაც სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი, რეზინის და ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს.

ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფები აცხადებენ, რომ გოგონას ჭრილობა ნამდვილი ტყვიისგან ჰქონდა მიყენებული.

მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს