ბიზნეს თუ სხვა სახის ლიტერატურის გამოწერა სპეციალური ყოველთვიური ბოქსების საშუალებით ხდება შესაძლებელი

მალე საქართველოში ლიტერატურული ბოქსების გამოწერა გახდება შესაძლებელი. სიახლეს მომხმარებელს კომპანია „ლიტბოქსი“ შესთავაზებს.

კომპანია ახლახანს შეიქმნა და აქტიურად მუშაობს, რომ ლიტერატურული ბოქსის გამოწერა და ყოველთვიური მიღება უახლოეს მომავალში გახდეს შესაძლებელი. ყუთში მოთავსდება წიგნი და წიგნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი. გამოწერის მომენტში თქვენ აირჩევთ სასურველი ჟანრიდან ერთ-ერთს: მხატვრული, ბიზნეს, შემეცნებითი და საბავშვო. რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე კი აირჩევთ ქვეჟანრებს, რომ გამოწერილი ბოქსი თქვენს გემოვნებასა და ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ წიგნებს შეიცავდეს. „ლიტბოქსის“ გამოწერის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის დროს არ იღებთ ვალდებულებას, რომ გარკვეული ხანგრძლივობით იქნებით გამომწერი.

აღსანიშნავია, რომ ბოქსის წიგნებს თქვენთვის ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები, ასევე სხვა სფეროების სპეციალისტები შეარჩევენ. ეს უზრუნველყოფს, რომ „ლიტბოქსი“ არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლო იყოს და გამომწერზე ყოველთვიურად მაქსიმალური ეფექტი და შთაბეჭდილება მოახდინოს.

„ლიტბოქსის“ გამოწერით თქვენ დაზოგავთ დროსაც და ფინანსებსაც. სახლიდან გაუსვლელად ყოველთვიურად მიიღებთ საჭირო წიგნებს იმაზე უფრო დაბალ ფასად, ვიდრე წიგნის მაღაზიაში ღირს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა