დავით ბაქრაძე - თამარ ჟვანია პასუხს აუცილებლად აგებს, თამარ ჟვანიები, გამყალბებლები, მოძალადეები, რომლებიც ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას, უნდა წავიდნენ

თამარ ჟვანია ამაზე პასუხს აუცილებლად აგებს, მე ვერ გეტყვით დღეს ის წავა თუ არა, ახლა ისეთი არეულობაა „ოცნებაში“ ნამდვილად ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და ვინ მიდის, ვინ რჩება და ვინ სად არის, არავინ იცის, - ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ცესკო-ს ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

ბაქრაძის განცხადებით, თამარ ჟვანია არა მხოლოდ თანამდებობას დატოვებს, ის აუცილებლად აგებს პასუხს არჩევნების გაყალბებისთვის.

„როგორც გუშინ მოვისმინეთ ამერიკის საელჩოს განცხადებაში, დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი არის საარჩევნო სისტემა საქართველოში ანუ გაყალბებული არჩევნები, აქედან დაიწყო კრიზისი, ამიტომ თამარ ჟვანია ამაზე პასუხს აუცილებლად აგებს. მე ვერ გეტყვით დღეს ის წავა თუ არა, ახლა ისეთი არეულობაა „ოცნებაში“ ნამდვილად ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და ვინ მიდის, ვინ რჩება და ვინ სად არის, არავინ იცის, მითუმეტეს, არ ვიცი მეც, მაგრამ ვიმეორებ, თამარ ჟვანია აუცილებლად წავა, იმიტომ, რომ გზა ამ ქვეყანაში დამშვიდებისკენ, ნორმალური მომავლისკენ და ჩვენი უკეთესი ცხოვრებისკენ გადის იმაზე, რომ თამარ ჟვანიები, გამყალბებლები, მოძალადეები, ადამიანები, რომლებიც ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას და ამით შეჰყავთ ქვეყანა კრიზისში, უნდა წავიდნენ, უნდა იყოს საარჩევო რეფორმა, უნდა შედგეს შეთანხმება ახალ არჩევნებზე და საქართველოს უნდა მართავდეს ის ხელისუფლება, ვისაც ექნება ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიასა და მისნაირების მანდატი. ამიტომ ჟვანია დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად წავა. ჩვენი ამოცანა ჟვანიასთან ბრძოლა არ არის, ჩვენი ამოცანაა სისტემასთან ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გაყალბება, პოლიტიკური დევნა და ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს!“- განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა