მამუკა არეშიძე - შეიძლება გიორგი გახარია იყოს ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ იმ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის, ე.წ. მესამე ძალის ლიდერი გახდეს.

ამასთანავე, როგორც არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, გახარია იქნება იმგვარი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას დაუპირისპირდება.

„პარადოქსალური რამე შემიძლია გითხრათ, შეიძლება გიორგი გახარია იყოს ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, მესამე ძალას რომ ვამბობთ ხოლმე. შეიძლება გახდეს ასეთი ლიდერი, მაგრამ ის არ იქნება „ქართული ოცნების“ იდეოლოგიის ოპოზიციაში, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის იქნება იმ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე შეფასებით, სიტუაცია იმდენად რადიკალიზებული და დაძაბულია, რომ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც მოხდეს. არეშიძის თქმით, საქართველო ძალიან ცუდ ზღვარზე დგას, ამიტომ სიტუაციის პროგნოზირება რთულია.

„ამოცანები უნდა განისაზღვროს, რა ამოცანა აქვს მმართველ გუნდს და რა ამოცანა აქვს ოპოზიციას. ამოცანების განსაზღვრის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ შედეგს, რომლის მიხედვითაც სავალალო სურათი ჩნდება. ამათი ამოცანები არათუ ერთმანეთს არ ემთხვევა ფრაგმენტულადაც კი, არამედ შორდება, სხვადასხვა ამპლიტუდაზე მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, თქვენ როდესაც მეკითხებით რა სჭირდება დღევანდელ სიტუაციას, დღევანდელ სიტუაციას სჭირდება ორივე მხრიდან კომპრომისები. ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი გამორიცხულია. ოპოზიციის ამოცანა არის ხელისუფლებაში მოსვლა. ახალი არჩევნები, მოლაპარაკებები არ არის მათი ამოცანა. მათი ამოცანაა ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერი გზით, რევოლუციური გზა იქნება ეს, ლეგიტიმური რევოლუცია თუ სხვა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას სურს ძალაუფლება როგორმე თავად შეინარჩუნოს და დეკლარირებული მიზანია ქვეყნის აღმშენებლობა, ამ ვითარებაში ქვეყნის აღმშენებლობის პერსპექტივა ძალიან რთულად დასანახია, ქვეყანა არის მუდმივ კრიზისულ ვითარებაში და ეს არ არის 5-6 წლის თუ 9 წლის ამბავი, ეს არის 30 წლის ამბავი. ქართული პოლიტელიტისთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის ძალაუფლებაში მოსვლაა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა