„ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირების დროს სავარაუდოდ, "ლელოს" სამი წევრი დააკავეს.

„ლელოს“ ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილში ჩასვა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, ასევე თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე. არსებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულები არიან „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე.

დაკავებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტროტუარზე საღებავებით წარწერის გაკეთება სცადა.

პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა