პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებული „ლელოს“ 5 წევრი გაათავისუფლეს

საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული 5 პირი გაათავისუფლეს.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა ისინი სიმართლის ლაპარაკისთვის დააკავეს.

"დაგვაკავეს იმის გამო, რომ ვლაპარაკობთ სიმართლეს და პოლიტიკური კლოუნების და გროტესკული პერსონაჟების დანიშვნას ვხვდებით გულწრფელი პროტესტით", - განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ახლოს არის ამ სისტემის დასასრული.

"ჩვენ დაგვაკავეს იმისათვის, რომ ძალიან ეშინიათ, რომ სადმე, სადაც ისმის სიმართლე, განსაკუთრებით, ტრაგიკომიკური ვითარების მიმართ, რომელიც დღეს არსებობს. ეს სიმართლე ძალიან ბასრად ხვდება ამ სისტემას და არაფრის გამო არ დაგვაკავეს ფაქტობრივად. ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ვაპროტესტებდით, გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დაგვაკავეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანების დაწინაურება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობენ ხელს, მშვიდად არ შევეგუებით. ეს არის ამ სისტემის პანიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია, ჩვენ არ გვეშინია ამის. ეს არის იმის ნათელი გამოხატულება, რომ ძალიან ახლოს არის ამ ძალიან ცუდი სისტემის დასასრული და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს მშვიდობიანად", - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან „ლელოს“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა