არჩილ თალაკვაძე - გუნდში ყველას ჰქონდა და აქვს ერთიანი პოზიცია, რომ ის, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, საჭიროებს სახელმწიფოს სათანადო რეაგირებას

გუნდში ყველას ჰქონდა და აქვს ერთიანი პოზიცია, რომ ის, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, საჭიროებს სახელმწიფოს სათანადო რეაგირებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

კითხვას, ხომ არ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება პრემიერ-მინისტრის პოსტზე მელიას საქმეზე მისი ხისტი დამოკიდებულების გამო? თალაკვაძემ აღნიშნა:

„თუ თქვენ თვლით, რომ მხოლოდ ამ ნიშნით მოხდა კანდიდატურის შერჩევა და დასახელება, მაშინ იგივე წარმატებით შეიძლებოდა სხვა წევრის დასახელებაც პრემიერ - მინისტრად, ვინაიდან, გუნდში ყველა თვლის, რომ ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე არის კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა და ეს არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის მონაწილეს და ორგანიზატორს მართლმსაჯულება პასუხს აგებინებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა