დანია გერმანიასთან საზღვარს ნაწილობრივ ხურავს

დანიამ გერმანიასთან საზღვარი ნაწილობრივ და დროებით დახურა,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დანიის იუსტიციის მინისტრის, ნიკ ჰეკერუპის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების აღკვეთის მიზნით მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქ ფლენსბურგში, რომელიც დანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ახალი კლასტერი გაჩნდა.

„ამიტომ უფრო ინტენსიურ სასაზღვრო შემოწმებებს ვიწყებთ და დანია-გერმანიის საზღვრის გასწვრივ მთელ რიგ სასაზღვრო პუნქტებს ვხურავთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, 13 სასაზღვრო პუნქტი სრულად ჩაიკეტება, 9 -ში კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.

ქალაქ ფლენსბურგის მერმა გუშინ განაცხადა, რომ ქალაქში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტის 80 შემთხვევა დადასტურდა. დღეიდან ქალაქში ე.წ. „ღამის კომენდანტის საათი“ გამოცხადდა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში დარჩება ძალაში.

იხილეთ ვიდეო:დანია გერმანიასთან საზღვარს ნაწილობრივ ხურავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა