ნიკა მელია - მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ - ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება, ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას

ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ შენობიდან გასულიც იყო.

„მე ვსაუბრობ ამ ქვეყნის მომავალზე, სახელმწიფოს პერსპექტივაზე, ევროატლანტიკურ გზაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, მომავალზე და ახლა, პანაშვიდზე გავალ, თუ არა, ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მე ისე გავალ და შემოვალ, რომ ვერ დამაპატიმრებენ. როგორ? ჩვეულებრივად, ისე, როგორც გავედი და მოვედი...ეს საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება ლეგიტიმურადაც, მაგრამ მართლა არ არის პირველი და მეათე ხარისხოვანიც კი. დამიტოვეთ უფლება, როდის გავალ და მოვბრუნდები.

მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად გავედი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ, თუ გაინტერესებთ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. რატომ შეშფოთდნენ? იმიტომ, რომ მათ გაიგეს, ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას". უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას", - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა