მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური სურათი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - ეს ნიშნავს იმას, რომ სურათი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ აღქმებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური სურათი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ სურათი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს და არა მხოლოდ აღქმებს,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფო ინსტიტუციებს პატივი უნდა სცეს. ამასთან, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებულ კითხვაზე, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ლიეტუველ კოლეგას “არ უთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა”.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ძალამ პატივი სცეს სახელმწიფოს, კანონებს. სხვანაირად ევროპულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ შევეცდებით, რომ დისკრედიტაცია გავუკეთოთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მოვშალოთ ყველაფერი, რაც 30 წლის განმავლობაში ვაშენეთ. ეს ვერ წაგვიყვანს შორს”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა