ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქმედი დემოკრატიული კონსტიტუციის სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია.

„უამრავ იურისტს თუ არა იურისტს აქვს სურვილი, შეეხოს კონსტიტუციას და მონაწილეობა მიიღოს მისი, თუნდაც ერთი ნორმის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, პოლიტიკური პროცესების განვითარების კვალდაკვალ, მუდმივად იჩენს თავს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის სურვილი. კონსტიტუციის გადასინჯვა ბუნებრივია მნიშვნელოვან რისკებს უქმნის მის სტაბილურობას, რაც მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამართული და სტაბილური კონსტიტუცია არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა სახელმწიფოში სტაბილური დემოკრატიული წესრიგის განმტკიცებისთვის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ კონსტიტუციური საფუძველი, არამედ პრაქტიკული შესაძლებლობაც, იზრუნოს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დაცვასა და განმტკიცებაზე.

დღეს საქართველოს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავზე ქვეყანას აქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა